17 ნოემბერი 2024,   17:32
ვრცლად
„ჩვენ დემონსტრატიულად გავდივართ ამ სქემიდან,“ - დავით ბაქრაძე და თენგიზ გუნავა დაგროვებით საპენსიო სისტემას გამოეთიშნენ

"ევროპული საქართველოს" წევრები დავით ბაქრაძე და თენგიზ გუნავა დაგროვებით საპენსიო სისტემას გამოეთიშნენ. ამის შესახებ დეპუტატებმა სააგენტოს განცხადებით დღეს მიმართეს.

"ევროპული საქართველოს" ლიდერი დავით ბაქრაძე დაგროვებით საპენსიო რეფორმას უნდობლობას უცხადებს და ამბობს, რომ ის მოსახლეობის ინტერესს არ ემსახურება.

„მთავარი ხარვეზი, რაც გააჩნია არსებულ მოდელს არის მისი იძულებითი ხასიათი, ანუ ადამიანებს არ აქვთ არჩევანი. მათ არ შეუძლიათ აირჩიონ, თუ სად დააბანდონ საკუთარი ფული, არ შეუძლიათ აირჩიონ რა მოცულობის შენატანი შეიტანონ, ამიტომ ჩვენ დემონსტრატიულად, ასე, გავდივართ ამ სქემიდან. დღეს ყოველგვარი გეგმის გარეშე უბრალოდ ხდება მოსახლეობისგან აკრეფილი ფულის განთავსება კომერციული ბანკების ანგარიშზე, ანუ მთავრობამ მოძებნა გზა ხალხის ხარჯზე მოაგროვოს იაფი ფული. რასაც ხელისუფლება, რასაც ივანიშვილი ჰპირდებოდა ხალხს, რომ იაფ ფულს მისცემდა, მთავრობამ მოძებნა გზა, რომ ხალხის ხარჯზე მოაგროვოს და შექმნას გრძელვადიანი იაფი ფული,“- განაცხადა ბახტაძემ.

დღის ამბები