17 ნოემბერი 2024,   17:20
ვრცლად
„დისციპლინის გამო გადაწყვიტა უფროსმა მწვრთნელმა, რომ არ იქნება გუნდის შემადგენლობაში“- თათია ლორთქიფანიძის ბრალდებებს ძალოსნობის ფედერაციიდან პასუხობენ

სპორტსმენ თათია ლორთქიფანიძის ბრალდებებს ძალოსნობის ფედერაციიდან უპასუხეს. კახი კახიაშვილი ადასტურებს, რომ თათიამ მას მისი პრობლემის შესახებ უამბო, რის შემდეგაც მან მწვრთნელებთან აღნიშნული საკითხი გაიარა და გაარკვია  რა მოხდა რეალურად. ფედერაციის პრეზიდენტი უფროსი მწვრთნელის მიერ რაიმე შევიწროების ფაქტს გამორიცხავს.  

კახიაშვილის განცხადებით,  ლორთქიფანიძის ევროპის ჩემპიონატიდან მოხსნის საკითხი დისციპლინის დარღვევის გამო მოხდა.

„იყო განაცხადი. შევხვდი მე ყველას, მათ შორის აღმასკომს, მწვრთნელთა საბჭოს და არცერთი ის ფრაზა, რომ რაღაც არასწორია ჩვენს ქმედებებში არ გაჟღერებულა. თათია ჯანჯღავა  გამოძახებული იყო შეკრებაზე, როგორც თბილისის შეკრებაზე, ასევე ბათუმის შეკრებაზე, არ გამოცხადდა არც იქ, არც იქ. დისციპლინის გამო გადაწყვიტა უფროსმა მწვრთნელმა, რომ არ იქნება გუნდის შემადგენლობაში,“- განაცხადა კახიაშვილმა.

ამავე აზრს იზიარებს საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ასანიძე და ამბობს, რომ ფედერაციაში მზად არიან შესაბამის ორგანოს გამოძიების ფარგლებში ნებისმიერ კითხვაზე გასცენ პასუხი.

„ერთსულოვნად მხარდაჭერილი იყო თემურის ეს გადაწყვეტილება გამომდინარე იმ წინა პრობლემებიდან, რომლებიც არსებობდა მანამდე. ის არ გამოცხადდა ფაქტიურად ორ შეკრებაზე და ბოლო შეკრებაზე, სადაც უკვე თემურ  ჯანჯღავა აღარ იყო პასუხისმგებელი და იყო ნაკრების ძირითადი მწვრთნელი ამ შემთხვევაში პასუხიმგებელი, იქაც კი არ გამოცხადდა, ამიტომ ეს გადაწყვეტილება იყო სამართლიანი და სწორი და მხარდაჭერილი მწვრთნელთა კორპუსის მიერ. რაც შეეხება იმ ჭრილში, რომელშიდაც არის, იქ არის კითხვები, თუ რატომ მოხდა მისთვის იმ კითხვების დასმა, რომელიც მოხდა და აქედან გამომდინარე თუ ჩათვლით ფედერაციის შიგნით გავცემთ პასუხს, თუ ჩათვლით სასამართლოში გავცემთ, ჩვენ არცერთ დისტანციას არ გავექცევით,“- განაცხადა ასანიძემ.

 

 

დღის ამბები