17 ნოემბერი 2024,   17:19
ვრცლად
მწვანე ეკონომიკას არ აქვს ალტერნატივა-მთავრობა ახალ ინსტიტუციას, გარემოსდაცვით ომბუდსმენს ქმნის

საქართველოს მთავრობა ახალ ინსტიტუციას, გარემოსდაცვით ომბუდსმენს ქმნის. ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. მამუკა ბახტაძის განცხადებით მწვანე ეკონომიკას ალტერნატივა არ გააჩნია. პრემიერის თქმით, სწორედ გარემოს დაცვითი მიმართულებით სწორი პოლიტიკის გატარება იქნება გადამწყვეტი ქვეყნის განვითარებაში.

„ჩვენ გვწამს, რომ მწვანე ეკონომიკას და მდგრად განვითარებას არ აქვს ალტერნატივა საქართველოსთვის. ეს არის გზა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ მოვახერხოთ ჩვენი ეკონომიკური პოტენციალის სრულფასოვანი რეალიზაცია. ეფექტურად ვებრძოლოთ სიღარიბეს, გავუფთხილდეთ ჩვენს ბუნებას და გადავცეთ ის მომავალ თაობებს. მე დარწმუნებული ვარ ამ ახალი ინსტიტუციის შექმნით ჩვენ დავძლევთ ჩვენს წინაშე არსებულ ყველა პრობლემას. ჩვენ გვაქვს კონკრეტული სამოქმედო გეგმა თუ როგორ უნდა გავაკეთოთ ეს,“-განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

დღის ამბები