17 ნოემბერი 2024,   17:26
ვრცლად
აქცია თუშეთში - მოსახლეობა რეგიონამდე მისასვლელი ერთადერთი გზის შეკეთებას ითხოვს

თუშეთის მოსახლეობა კვლავ უგზოობის პრობლემის წინაშეა. ისინი რეგიონამდე მისასვლელი ერთადერთი გზის შეკეთებას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, გზის  გაწმენდის სამუშაოების შეფერხება მათ შემოსავლის წყაროს ართმევს, რადგან ამის გამო ტურისტული სეზონიც ფერხდება. გარდა ამისა, მოსახლეობა საქონლის საძოვარზე გადარეკვას ვერ ახერხებს, რაც ასევე ზარალის მომტანია.

„გვექმნება პრობლემა, ვერც ცხვარი ვერ მიგვყავს, ვერც ძროხა ვერ მიგვყავს და ვერც პროდუქციას ვერ ვაწარმოებთ შესაბამისად. ვინც ტურისტული საქმით არიან დაკავებულები ანალოგიურ სიტუაციაში არიან ეგენიც, იმიტომ, რომ გვიანდება გზის გაყვანა. შარშან თუ გაიხსნა მაისის ბოლოს, წელს სავარაუდოდ, კარგად თუ გაგრძელდა და არ შეჩერდა გზების წმენდა, ივლისის ნახევარში გაიხსნება გზები,“- აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები რთულმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა შეაფერხა.

დღის ამბები