17 ნოემბერი 2024,   17:33
ვრცლად
თბილისის სამუზეუმო უბანში ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს გახსნას პრემიერი დაესწრო 

„Wyndham Grand“ - ასე ჰქვია ახალ, ხუთვარსკვლავიან სასტუმროს, რომელიც თბილისის სამუზეუმო უბანში, გუდიაშვილის ქუჩაზეა განთავსებული. ქალაქის ცენტრში გახსნილ სასტუმროში 158 ნომერია, აქედან 17 ლუქსი და 2 საპრეზიდენტო აპარტამენტია. შენობაში ასევე, პანორამული ლიფტია განთავსებული.

„Wyndham Grand“ -ის პროექტის ბიუჯეტი  48 მილიონ დოლარს შეადგენს. სასტუმროს გახსნის ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი დაესწრო.

„ ჩვენს დედაქალაქს შეემატა კიდევ ერთი და მართლაც უნიკალური სასტუმრო. ეს არის საჩუქარი ჩვენი დედაქალაქისთვის. დარწმუნებული ვარ ყველა თბილისელისთვის, ისევე როგორც დედაქალაქის სტუმრებისთვის, ტურისტებისთვის მართლაც გამორჩეული ადგილი გახდება,“- განაცხადა ბახტაძემ.

დღის ამბები