ქართულ-ამერიკულმა უნივერსიტეტმა საქართველო-ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობის 27 წლის იუბილე საზეიმოდ აღნიშნა. ღონისძიებას ამერიკის ელჩი საქართველოში და ამერიკელი დიპლომატები ესწრებოდნენ.
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტებმა ამერიკისა და საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
“მოხარული ვარ, რომ ამ ბედნიერ დღეს აქ ვიმყოფები. დრეს აღინიშნება საქართველო ამერიკას შორის ურთიერთობები და ამერიკის საელჩოს გახსნის 27 წლისთავი. ჩემთვის დიდი პატივია აქ ყოფნა და ამ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება,“- განაცხადა საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში როს უილსონმა.