17 ნოემბერი 2024,   17:35
ვრცლად
ავარია საქართველოს ენერგოსისტემაში - ნახევარი საქართველო ჩაბნელებულია 

მასშტაბური ავარია ელექტროსისტემაში - დღეს, 18:11 წუთზე ავარიულად გამოირთო 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზი იმერეთი, რის გამოც ქვეყნის რამდენიმე რეგიონს შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება.

თითქმის მთლიანად გამორთულია ელექტროენერგია დასავლეთ საქართველოში, აღმოსავლეთ საქართველოში კი დენი არ მიეწოდება რუსთავს და სამცხე-ჯავახეთის ნაწილს. არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმდინარეობს ავარიის ლიკვიდაცია.

გათიშულია ელექტროენერგია თბილისშიც. მოსახლეობის 50 პროცენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება. 

დღის ამბები