17 ნოემბერი 2024,   17:23
ვრცლად
მკვლელობა სოფელ ყანდაურაში - ცხედრები ექსპერტიზაზე ამ დრომდე არ გადაუსვენებიათ

სოფელ ყანდაურაში 85 წლის მამაკაცის მიერ მოკლული ოჯახის წევრების ცხედრები ამ დრომდე საცხოვრებელ სახლში ასვენია.

„კურიერის“ ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ექსპერტიზაზე რამდენიმე წუთის წინ მხოლოდ 2 ცხედარი გადაასვენეს. ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.

რაც შეეხება, ბრალდებულს, 85 წლის ომარ გამყრელიძეს, სამართალდამცველებმა ის გურჯაანი რაიონულ სამმართველოში უკვე გადაიყვანეს.

85 წლის მამაკაცმა რამდენიმე გასროლით, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა ერთდროულად 4 ადამიანს.  მან შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა. დაჭრილია მისი ლოგინად ჩავარდნილი მეუღლეც, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.

76 წლის, ელზა ტაველიშვილი, რომელიც მეუღლემ დაჭრა, საგარეჯოდან თბილისში გადმოიყვანეს. ის მკურნალობას შპს ტრამვატოლოგში გადის.

მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან თავდაპირველად, შვილს და რძალს ესროლა, შემდეგ კი, დასახმარებლად შესული მეზობელი დედა-შვილიც მოკლა.

სასტიკი მკვლელობის მოტივი, ჯერჯერობით, უცნობია.

ამავე თემაზე
დღის ამბები