ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის სიახლეები და სამომავლო გეგმები - აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრმა სამედიცინო საზოგადოებასთან ისაუბრა.
არსებული ინფორმაციით, გაფართოვდა იმ აფთიაქების ჩამონათვალი, სადაც ბენეფიციარებს მედიკამენტების შეძენა სიმბოლურ ან მინიმუმ განახევრებულ ფასად შეუძლიათ. ცნობილია, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით პროგრამის ბენეფიციარებს 118 აფთიაქი მოემსახურება.
დავით სერგეენკომ ასევე აღნიშნა, რომ ე.წ. „ჯიბიდან გადასახადები“ ჯანდაცვის საჭიროებისთვის საყოველთაო ჯანდაცვის შემოღების შემდეგ მნიშვნელოვნად შემცირდა.
„ ე.წ. „ჯიბიდან გადასახადები“ ჯანდაცვის საჭიროებისთვის საყოველთაო ჯანდაცვის შემოღების შემდეგ მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა რჩება ისევ მაღალი, 50 %-ზე მეტი. ამ დანახარჯების თითქმის 80% შეადგენს დანახარჯები მედიკამენტებზე, იმ წამლებზე, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებების გარეთ, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში უნდა მიიღოს ადამიანმა. სახელმწიფო პროგრამამ, რომელიც დაიწყო 2017 წელს, მართლაც მნიშვნელოვანი შვება უნდა მისცეს მოსახლეობას ამ მხრივ,“- განაცხადა სერგეენკომ.