17 ნოემბერი 2024,   17:31
ვრცლად
"დაგვიბრუნეთ მამა, ნუ დაგვაობლებთ" - დეკანოზ მამალაძის ოჯახის წევრების აქცია საპატრიარქოსთან

"დაგვიბრუნეთ მამა, მამა გვენატრება, ნუ დაგვაობლებთ" - ამ ლოზუნგით საპატრიარქოსთან აქცია მიმდინარეობს, რომელსაც მამა გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები მართავენ. ისინი ითხოვენ, რომ საპატრიარქომ პატიმარი დეკანოზის შეწყალების საკითხზე პრეზიდენტს მიმართოს.

მამა გიორგი მამალაძის ოჯახის წევრების განცხადებით, საპატრიარქოს დეკანოზის შეწყალებაზე გადაწყვტილება მიღებული ჰქონდა. მათი თქმით, ამ თემაზე ეპისკოპოსები პატრიარქს შეხვდნენ. დეკანოზ მამალაძის ოჯახის განმარტებით, მოგვიანებით, სავარაუდოდ, შორენა თეთრუაშვილის ჩარევით მათ გადაწყვტილება შეცვალეს და პატიმარი მამალაძის შეწყალების თხოვნით სალომე ზურაბიშვილს აღარ მიმართეს.

მამა გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ თუკი მათი მოთხოვნა არ შესრულდება, აქციები საპატრიარქოსთან გაგრძელდება.

„მას გადაწყვეტილი ჰქონდა და ეპისკოპოსებს უთხრა, რომ მიემართათ პრეზიდენტისთვის, წერილი დაეწერათ, მაგრამ ამ ქალბატონმა, რომელიც აქ მოკალათებულია, შორენამ პატრიარქის ნება-სურვილი გადაწონა და თავის ნება-სურვილზე წაიყვანა ყველა და ყველაფერი. აქედან გამომდინარე, ჩემი მოლოდინი არის ასეთი, რომ თუკი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დაიბრუნებს იმ ძალაუფლებას, რაც იურიდიულად მას გააჩნია ეკლესიაში, ამის შემდეგ, ჩემი აზრით, ჩემი ძმის შეწყალება მოხდება, მაგრამ სამწუხაროდ, სანამ ამ ქალბატონს სადავეები ხელში უჭირავს, მანამდე საქართველოს ეკლესიაში სიკეთე არ იქნება,“ - განაცხადა მამა გიორგი მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ.

ავტორი: რუსუდან ჯაბანაშვილი. 

დღის ამბები