17 ნოემბერი 2024,   17:34
ვრცლად
შესაძლო ძალადობა ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიზე - დავით ბაგრატიონ-მუხრანელი გამოკითხვაზე დაიბარეს

დავით ბაგრატიონ-მუხრანელი ყოფილ მეუღლეზე, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიზე განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოკითხვაზე დაიბარეს. ცნობილია, რომ ის საგამოძიებო უწყებაში მომავალ კვირას უნდა მივიდეს.

დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს უწყება ჯერ ოფიციალურად არ ჩაბარებია. ადვოკატი აცხადებს, რომ დავით ბაგრატიონი გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზად არის.

 „მიუხედავად იმისა, რომ დღეის მდგომარეობით, ოფიციალურად არ გახლავთ დაბარებული ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, ჩვენ ნებაყოფლობით, გამოვთქვამთ სურვილს, რომ ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან და ვაპირებთ მომდევნო კვირაში გამოცხადებას. ჩემთვისაც დღეს გახდა ცნობილი დავით ბაგრატიონ მუხრან ბატონიშვილი იმყოფებოდა საქართველოში. მე როგორც ვესაუბრე როგორც მას, ასევე გამომძიებელს და შევატყობინე გამომძიებელსაც, რომ მომდევნო კვირაში დავუკავშირდები და შევუთანხმდები კონკრეტულ დღეზე და საათზე, როდესაც ორივე მხარისათვის მოსახერხებელი იქნება შეხვედრა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, რეალურად გახლავთ მსხვერპლი ცრუ ბრალდებების და ჩვენ დავადასტურებთ, რომ ყველაფერი არის ჭორი და სიმართლეს არ შეესაბამება,“ - განაცხადა ადვოკატმა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები