ოზურგეთში, კულტურისა და დასვენების პარკში, პასქის რიგით მე-9 ფესტივალი გაიმართა.
ფესტივალზე აღდგომის თემატიკასთან დაკავშირებული სხვადასხვა ხელნაკეთი კომპოზიციები და პასქები იყო წარმოდგენილი.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ინდივიდუალური ავტორები და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები.
ფესტივალის მონაწილეებს საჩუქრები და სპეციალური პრიზები გადაეცათ.