„ცირკი ცხოველების გარეშე“ - ამ ლოზუნგით თბილისში ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობას აპროტესტებენ. შეკრებილები საცირკო წარმოდგენებში როგორც გარეული, ისე შინაური ცხოველების გამოყენების საკანონმდებლო დონეზე აკრძალვას ითხოვენ.
აქციის ორგანიზატორებმა აღნიშნულ მოთხოვნებთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე პეტიციაც დაწერეს.