17 ნოემბერი 2024,   17:37
ვრცლად
ლარსის გამშვებ პუნქტზე საცობი შემცირდა - მგზავრების თქმით, შეფერხება რუსეთის საზღვარზეა

ლარსის გამშვებ პუნქტზე საცობი შემცირდა. საზღვარი ტრანსპორტისა და ფეხით მოსიარულეებისთვის გახსნილია. ტურისტები, რომლებმაც საქართველოში შემოსვლა მოახერხეს, კურიერთან აცხადებენ, რომ საქართველოს მხარეს მათ არანაირი პრობლემა და შეფერხება არ შექმნიათ. მათი თქმით, საქართველოში შემოსვლამდე ნეიტრალურ ტერიტორიაზე შეყოვნდნენ, სადაც ამ დრომდე საცობია.

ლარსის გამშვები პუნქტის ხელმძღვანელებმა რუსთავი2-ს დაუდასტურეს, რომ რამდენიმე კვირაა, ლარსის გამშვები პუნქტი სრული დატვირთვით მუშაობს. ისინი რუსეთის ოფიციალური პირების მხრიდან გაკეთებულ იმ განცხადებას უსაფუძვლოს უწოდებენ, რომ თითქოს, საზღვარზე შეფერხებას ქართველი მესაზღვრეები ქმნიან.

მათი თქმით, პრობლემები რუსეთის საზღვარზეა, რაზეც საქართველოში წარმოქმნილი მრავალკილომეტრიანი საცობი მეტყველებს. საქართველოდან რუსეთის მიმართულებით მიმავალ მძღოლებს საათობით უწევთ რიგში დგომა.

ჩრდილო ოსეთის ოლქის საბაჟო გამშვები პუნქტის წარმომადგენლების ინფორმაციით, საზღვართან 600-მდე ავტომობილია გაჩერებული.

იმ ტურისტებს, რომლებმაც საქართველოს საზღვარი გადმოლახეს, შეფერხება შეხვდებათ კობი-გუდაურის მონაკვეთზე ელოდებათ, სადაც უამინდობის გამო, მოძრაობა შეფერხებულია და მანქანების გრძელი კოლონა დგას. ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებულია. მოძრაობის დარეგულირების მიზნით, მათ გზის სავალი ნაწილის პერიოდულად ჩაკეტვა უწევთ.

დღის ამბები