17 ნოემბერი 2024,   17:39
ვრცლად
უამინდობა კობის მონაკვეთზე - ტურისტებს გუდაურისკენ არ უშვებენ

უამინდობაა კობი-გუდაურის მონაკვეთზე. ძლიერი წვიმის შემდეგ თოვა დაიწყო. ზვავსაშიშროების გამო, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები მგზავრებს ურჩევენ, რომ ლარსის მიმართულებით არ გადაადგილდნენ.

სამართალდამცველები ტურისტებს გუდაურისკენ არ უშვებენ. 

დღეს უკვე ცნობილი იყო, რომ იმ ტურისტებს შესაძლოა, გარკვეული პრობლემა კობი-გუდაურის მონაკვეთზე შექმნოდათ, სადაც უამინდობის გამო, მოძრაობა შეფერხებულია და მანქანების გრძელი კოლონა დგას.

ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებულია. მოძრაობის დარეგულირების მიზნით, მათ გზის სავალი ნაწილის პერიოდულად ჩაკეტვა უწევთ.

დღის ამბები