17 ნოემბერი 2024,   17:32
ვრცლად
მამკოდაში, მდინარის ადიდების გამო, 70-მდე ადამიანი ხელოვნურად წარმოქმნილ კუნძულზე აღმოჩნდა - მაშველები მათ გამოყვანას ცდილობენ

სოფელ მამკოდაში მდინარის ადიდების შედეგად 70-მდე ადამიანი ხელოვნურად წარმოქმნილ კუნძულზე აღმოჩნდა. მცხეთის მუნიციპალიტეტში მდინარის ადიდება უხვმა ნალექმა გამოიწვია.

სამაშველო ჯგუფები მათ გამოყვანას ცდილობენ. ხელოვნურად წარმოქმნილ კუნძულზე მყოფთა უმეტესობის უსაფრთხო ადგილზე გაყვანა მოხერხდა, თუმცა, 10-მდე მოქალაქე კვლავ მდინარის მეორე ნაპირიდან გადმოსვლას ვერ ახერხებს.

არსებული ინფორმაციით, სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში რუსთავი2-ს განუცხადეს, ადგილზე 25 მაშველი მუშაობს და სპეციალური აღჭურვილობის დახმარებით ცდილობენ მოქალაქეების გამოყვანას.

დღის ამბები