17 ნოემბერი 2024,   20:30
ვრცლად
სამაშველო ოპერაცია მცხეთის რაიონის სოფელ მამკოდასთან გვიან ღამით დასრულდა - მაშველებმა 70-მდე მოქალაქე გადაარჩინეს

სამაშველო ოპერაცია მცხეთის რაიონის სოფელ მამკოდასთან გვიან ღამით დასრულდა.
მაშველებმა საბოლოოდ შეძლეს ძლიერი ნალექის შედეგად ადიდებული მდინარის მეორე ნაპირზე დარჩენილი 70-მდე მოქალაქის უსაფრთხო ადგილზე გადმოყვანა. ძლიერი წვიმის შედეგად წარმოქმნილ კუნძულზე შემორჩენილთა შორის იყვნენ არასრულწლოვნებიც. სამაშველო ოპერაციაში 25 მეხანძრე-მაშველი იყო ჩართული. მოქალაქეები მათ სამაშველო თოკებისა და სპეციალური აღჭურვილობის დახმარებით გადმოიყვანეს.

პროცესის გაჭიანურების მიზეზად სამაშველო სამსახურში რამდენიმე პირის მიერ მათთვის დაუმორჩილებლობას ასახელებენ. 

„ისინი ქეიფობდნენ, ნასვამები არიან და მეორე ნაპირიდან გადმოსვლაზე უარს აცხადებენ“,-აღნიშნავდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

დღის ამბები