17 ნოემბერი 2024,   17:24
ვრცლად
საფლავები ფოთში ყრუთა კავშრისთვის გამოყოფილ მიწაზე-გამოძიება თაღლითური სქემის გაშიფვრას ცდილობს

სახელმწიფოს მიერ ყრუთა კავშირისთვის გამოყოფილი მიწა, სადაც საწარმო უნდა ამუშავებულიყო, ფოთში დაჩეხეს და საფლავებად გაყიდეს.  სკანდალური რეპორტაჟი "შაბათის კურიერმა" მოამზადა.  "კურიერმა" გაარკვია, რომ საქმეში ბრალდებული ყრუთა კავშირის ფოთის ორგანიზაციას ხელმძღვანელია. ლევან ყურაშვილი დააკავეს და მოგვიანებით გირაოთი გაათავისუფლეს. არიან თუ არა ყურაშვილის გარდა სხვა პირებიც ჩართული თაღლითობის სქემაში, ეს უკვე გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

„2013 წელს გაცემულ მიწაზე დღეს, რომ მოიკითხა 2019 წელს, აქამდე სად იყვნენ. სანამ საქმე არ გაფუჭდება იქამდე არაფერს ყურადღებას არ აქცევენ. ამ მიწებს ასხვისებენ თითქოსდა ბაბუამისის დატოვებული ქონება იყოს და სახელმწიფოს არ ეკუთვნოდეს არაფერი. ეს ქვეყანა ხელისუფლებას მიაჩნია თავის საკუთრებაში და როგორც უნდა ისე განკარგავს. მარტო მიწას? ყველაფერს აბსოლუტურად ერთია ადამიანი განკარგავს საქართველოში. ეს არის  ივანიშვილი. ივანიშვილის ქვემდებარეა ყველა სამინისტრო,“-განაცხადა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრma, ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ”ფოთის” წევრმა დარეჯან ცხვიტარიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები