17 ნოემბერი 2024,   17:23
ვრცლად
416 მილიონი დოლარი რომ დახარჯეს, 20 სოფელი რომ დააზარალეს, აი ამ კომპანიაში მუშაობდა თორნიკე რიჟვაძე - გიორგი კაპანაძე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე წლების წინ იმ კომპანიის იურისტი იყო, რომელიც შუახევში გიგანტური ჰესის მშენებლობაში იყო ჩართული - ეს განცხადება "presa.ge" ხელმძღვანელმა, გიორგი კაპანაძემ, "შუახევჰესის" შენებლობისას ჩანგრეული გვირაბების შესახებ საუბრისას გააკეთა.   

საინფორმაციო პორტალის ხელმძღვანელი ამბობს, რომ რიჟვაძეს კომპანიის ერთ-ერთი წამყვან პოზიციაზე იყო და იმის ნაცვლად, რომ მისთვის პასუხი მოეთხოვათ, რიჟვაძე დააწინაურეს.

მთიან აჭარაში ჰესის მშენებლობა ბიძინა ივანიშვილმა 2013 წელს დაიწყო, თუმცა დაშვებული შეცდომების გამო, "შუახევჰესში" გვირაბები ჩაინგრა. სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე ორი წელია მიმდინარეობს, თუმცა, ხარვეზის აღმოფხვრა ვერ ხერხდება. სკანდალურ თემაზე რეპორტაჟი "შაბათის კურიერმა" მოამზადა.

„416 მილიონი დოლარი რომ დახარჯეს, 20 სოფელი რომ დააზარალეს, ადამიანები რომ დააზარალეს და გვირაბები რომ ვერ გათხარეს, აი ის კომპანია, რომელიც აშენებდა ამ ყველაფერს და რომელმაც ეს ყველაფერი გააკეთა, ამ კომპანიაში მუშაობდა აჭარის მთავრობის დღევანდელი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე. ერთ-ერთ წამყვან პოზიციაზე მუშაობდა. ამდენი ფული დაიხარჯა და სავარაუდოდ, ე.წ. ატკატების სახით მოტყდა კიდეც დიდი ფული და გვირაბი ვერ გათხარეს, ამდენი ხალხი დააზარალეს და თორნიკე რიჟვაძე არის ის ადამიანი, ვინც ეს ყველაფერი დააორგანიზა. როგორც ჩანს, შემდეგ დაუფასა ეს კახი კალაძე, ანუ ენერგეტიკის მაშინდელმა მინისტრმა და გადმოიყვანა თავის მოადგილედ,“ - განაცხადა გიორგი კაპანაძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები