"გაერთიანებული ოპოზიცია-ძალა ერთობაშიას" ზუგდიდის მერობის კანდიდატი ადგილობრივებთან შეხვედრებს განაგრძობს.
ამჯერად სანდრა რულოვსი, თავისუფლების ქუჩაზე მაცხოვრებლებს შეხვდა. საუბრის მთავარი თემა ის პროექტები იყო, რომლის განხორციელებასაც ოპოზიციის მერობის კანდიდატი, გამარჯვების შემთხვევაში მოსახლეობას ჰპირდება. ყურადღება გამახვილდა ლაზიკას მნიშვნელობაზე. გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, ადგილობრივებმა ეკონომიკურ სიდუხჭირესა და უმუშევრობის პრობლემებზეც ისაუბრეს. შეხვედრას "რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
„აქ არის არამარტო ჩვენი პარტიის წარმომადგენლები, არამედ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები. პლუს კიდევ „რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენლები. ძალიან მიხარია, რომ ისინიც ჩაერთნენ ამ ბრძოლაში, რასაც ჰქვია ივანიშვილის სისტემის დემონტაჟი. ჩვენ ვისაუბრეთ უდიდეს პრობლემაზე. ეს არის ემიგრაცია. დავპირდი ამ ხალხს რომ ჩვენ ლაზიკას აუცილებლად ავაშენებთ,“-განაცხადა სანდრა რულოვსმა.