17 ნოემბერი 2024,   17:31
ვრცლად
„არა ცხოველების წამებას“ - აქტივისტების ჯგუფმა ცირკის წინ აქცია გამართა

„არა ცხოველების წამებას“ - ამ მიმართვით აქტივისტების ჯგუფმა ცირკის წინ აქცია გამართა. შეკრებილები თეატრალურ დასში ცხოველების გამოყენებასა და მათთან სასტიკ მოპყრობას გმობდნენ.

აქციის მონაწილეებმა საპროტესტო პეტიციაც შეიმუშავეს და პარლამენტის თავმჯდომარეს გაუგზავნეს. ხელმომწერები კანონის დონეზე ითხოვენ ცირკში ცხოველების გამოყენების აკრძალვას.

„ცივილიზებული საზოგადოების წევრები ვგმობთ ამ მავნე პრაქტიკას და მოვითხოვთ საკანონმდებლო დონეზე, საცირკო წარმოდგენებში როგორც გარეული, ისე შინაური ცხოველების აკრძალვას. მინდა გითხრათ, რომ 30-მე ქვეყანაში, ეს ცვლილებები უკვე განხორციელებულია,“ - განაცხადა აქციის ორგანიზატორმა, ლიკა ბათიკაძემ.

 

 

 

დღის ამბები