ოზურგეთში, კულტურისა და დასვენების პარკში პასკის რიგით მე-9 ფესტივალი გაიმართა. ფესტივალზე აღდგომის თემატიკასთან დაკავშირებული სხვადასხვა ხელნაკეთი კომპოზიციები და პასკები იყო წარმოდგენილი.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ინდივიდუალური ავტორები და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები. ფესტივალის მონაწილეებს საჩუქრები და სპეციალური პრიზები გადაეცათ.