გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშიას" ზესტაფონის მერობისა და საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები ზესტაფონის ბაზარში იმყოფებოდნენ. ბაქარ ხიჯაკაძემ და გაგა ლაბაძემ გაერთიანების ლიდერებთან ერთად, მოსახლეობის პრობლემები მოისმინეს და ამომრჩეველს პროგრამა გააცნეს.
როგორც კანდიდატებმა აღნიშნეს, გამარჯვების შემდეგ, მოსახლეობის პრობლემების გადასაჭრელად ერთობლივი ძალებით იმუშავებენ.
„გავეცანით ხალხში არსებულ პრობლემებს. გავაცანით ჩვენი საარჩევნო პროგრამა. არის ძალიან ნეგატიური განწყობა ხელისუფლების მიმართა ვინაიდან არ მოძრაობენ ადამიანები, არის უმუშევრობა, უმძიმესი მდგომარეობა და ხალხი უყურებს მომავლის იმედით ჩვენს გამოჩენას,“-განაცხადა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა ბაქარ ხიჯაკაძემ.