17 ნოემბერი 2024,   17:21
ვრცლად
ბეტონის ჯუნგლები - ოქროყანაში ცხრასართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ 

მორიგი მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობა თბილისში - მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ლევან იოსელინმა და მისი შტაბის ხელმძღვანელმა, ალეკო ელისაშვილმა ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად საპროტესტო აქცია გამართეს.

შეკრებილებმა ოქროყანაში ცხრასართულიანი კორპუსის მშენებლობას ოქროყანის ბეტონის ჯუნგლებად გადაქცევის მცდელობა უწოდეს.

„ადგილობრივებმა მიმართეს გამგეობას, აპირებენ რომ მიმართონ მერიას და აპირებენ, რომ უფრო ფართომასშტაბიანი აქციები მოაწყონ, იმიტომ რომ აქ კორპუსების მშენებლობა უბრალოდ არ შეიძლება. ეს უნდა ესმოდეს მერიასაც, გამგეობასაც და ნებისმიერ ადამიანს. ბავშვს ესმის, რომ ოქროყანაში არ უნდა ჩააშენო ბეტონის კორპუსები“ - აცხადებს პარლამენტში მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ”სამოქალაქო მოძრაობიდან,” ლევან იოსელიანი.

 

დღის ამბები