17 ნოემბერი 2024,   17:21
ვრცლად
ორმოები გზის სავალ ნაწილზე, აყრილი ასფალტი - ოზურგეთი-ჩოხატაურის დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალი დაზიანებულია  

ქვის კარიერის გამო დაზიანებული გზა გურიაში და მოსახლეობა, რომელიც დახმარებას ითხოვს. 2 თვეა ოზურგეთი-ჩოხატაურის დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალი დაზიანებულია. გზის სავალი ნაწილზე ორმოებია, ასფალტი კი აყრილი.

ადგილობრივები ამტკიცებენ, რომ გზა მას შემდეგ დაზიანდა, რაც სოფელ ბახვში ქვიშის კარიერი გაიხსნა. მდინარე ბახვისწყალიდან სამშენებლო მასალის ამოღებას მძიმე ტექნიკა ახორციელებს. ინერტული მასალა კი დიდი ავტომობილებს ცენტრალური მაგისტრალის გავლით გააქვთ. 

ოზურგეთი- ჩოხატაურის დამაკავშირებელი მაგისტრალს სრული რეაბილიტაცია 2009 წელს ჩაუტარდა, თუმცა გზა კარიერის გახსნის შემდეგ იმდენად დაზიანდა, რომ ადგილობრივების მტკიცებით, გადაადგილება ტრანსპორტს საათობით უწევს. გახშირდა ავტოსაგზაო შემთხვევებიც.

ოზურგეთის-ჩოხატაურის მაგისტრალზე შექმნილ პრობლემებს ხელისუფლების უპასუხისმგებლობას უკავშირებს ოპოზიცია.

ადგილობრივ მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ გზაზე სარემონტო სამუშაოები ეტაპობრივად მიმდინარეობს. ავტომაგისტრალის სრულ რეაბილიტაციას კი ოზურგეთის მერის მოადგილის მტკიცებით საავტომობილო გზების დეპარტამენტი წლის ბოლომდე დაასრულებს.

ავტორი: ლადო მენაბდე. 

 

დღის ამბები