17 ნოემბერი 2024,   17:32
ვრცლად
სოფელი მუჟავა დატბორვის საშიშროების ქვეშ-სოფელზე გამავალი გვირაბებიდან რომელიც ენგურჰესს უკავშირდება, წყალი ჟონავს

წალენჯიხის რაიონის სოფელი მუჟავა დატბორვის საფრთხის ქვეშ არის. ადგილობრივები ამბობენ, რომ მუჟავაზე გამავალი გვირაბებიდან, რომელიც ენგურჰესს უკავშირდება წყალი ჟონავს. შედეგად ნელ-ნელა მათი სახლები იტბორება და მეწყერული პროცესები აქტიურდება.

ადგილობრივები მასშტაბურ საფრთხეზე საუბრობენ და ამბობენ რომ, გამოჟონილი წლის სიმძლავრე იმდენად დიდია, რომ მოსახლეობა წისქვილს აშენებს. მუჟაველებს პრობლემის მოგვარებას მთავრობა არა ერთხელ დაპირდა, მიუხედავად დაპირებისა წლებია დამეწყრილი სახლების რეაბილიტაციას დაზარალებულები საკუთარი სახსრებით ცდილობენ.

პრობლემას აღიარებს ჰესის ადმინისტრაციაც, თუმცა შესაბამისი სამუშაოების გატარებას მხოლოდ ორ წელიწადში გეგმავს. 

ავტორები: ემა გოგოხია, ჟანა აკოფაშვილი.

დღის ამბები