17 ნოემბერი 2024,   17:20
ვრცლად
"თუ ჩამოყალიბდება მონოპოლისტური გარემო, ეს იქნება საქართველოს მთავრობის ბრალი" - ექსპერტები "როსნეფტის" ქართულ ბაზარზე შემოსვლაზე საუბრობენ 

რუსული ნავთობკომპანიის მხრიდან "ვისოლის" შესაძლო შესყიდვას ეკონომიკური ექსპერტებიც აფასებენ. სპეციალისტები საქართველოს ხელისუფლების ეკონომიკურ პოლიტიკას აკრიტიკებენ და მის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს არაადეკვატურს უწოდებენ.

მათი შეფასებით, თუ "როსნეფტი" საქართველოში მონოპოლიას დაამყარებს, ეს სწორედ მთავრობის არასწორი პოლიტიკის ბრალი იქნება.

„თუ ჩამოყალიბდება მონოპოლისტური გარემო, ეს ცალსახად იქნება მათ შორის საქართველოს მთავრობის ბრალი და მეორე, ნებისმიერი ტიპის მონოპოლია ყოველთვის პრობლემაა, როგორც მომხმარებლისთვის, ბაზრისთვის და სექტორისთვის. ამიტომ მთავრობის პირველი მოვალეობა ის არის, რომ თამაში იყოს მაქსიმალურად სამართლიანი, ბაზრის გახსნის და არა შეზღუდვების გზით“-განაცხადა ზვიად ხორგუაშვილმა.

როსნეფტი საქართველოს მეზობელ ქვეყანაში, სომხეთში უკვე მონოპოლისტია და მსგავსი მდგომარეობის მიღწევას ცდილობს საქართველოშიც. ეკონომისტი გიგა ბედინეიშვილი მთავრობის არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკაზე საუბრობს.

„არაადეკვატურია საქართველოს მთავრობის ნაბიჯები იმიტომ, რომ იმის მაგივრად რომ კონკურენტული გახადონ ეკონომიკური მდგომარეობა ქვეყანაში, ამის მაგივრად არის უჭკუო და წინდაუხედავი პოლიტიკა, რაც იწვევს იმას, რომ ძალიან ბევრ პოტენციურ ინვესტორს არ აქვს სურვილი ქვეყანაში შემოსვლის,“-აცხადებს თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი გიგა ბედინეიშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები