17 ნოემბერი 2024,   17:36
ვრცლად
TV "იმედიდან" გათავისუფლებული მაია სტეფნაძე, საქმის შესწავლის მოთხოვნით ომბუდსმენს დღეს ოფიციალურად მიმართავს 

მაია სტეფნაძე დღეს სახალხო დამცველის აპარატს ოფიციალური წერილით მიმართავს და უწყებას მისი ტელეკომპანია "იმედიდან" გათავისუფლების საქმის შესწავლას სთხოვს.  

ომბუდსმენის დასკვნის შემდეგ მაია სტეფნაძე სასამართლოს მიმართავს.

უკვე ყოფილი პროდიუსერი „იმედიდან“ გათავისუფლების მიზეზად Facebook პოსტს ასახელებს, სადაც ის ხელისუფლებას პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის გამო აკრიტიკებდა.

„მთავარი ჩემთვის ამ ეტაპზე არის არა თანხებზე "იმედთან" ჭიდილი, არამედ ამ ყველაფერის შეფასება საერთაშორისო სამართლის ნოემბრიდან გამომდინარე. უკვე მისი დასკვნის მერე, მივმართავ უკვე სასამართლოს,“-აცხადებს სტეფნაძე.

დღის ამბები