17 ნოემბერი 2024,   17:23
ვრცლად
გიორგობის აღსანიშნავად მეუფე შიომ ქაშუეთის ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა აღავლინა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგი აღსრულების დღეს აღნიშნავს.  გიორგობის აღსანიშნავად  ქაშუეთის ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა პატრიარქის მოსაყდრემ აღავლინა. წირვა-ლოცვის დასრულების შემდეგ მეუფე შიომ მრევლისთვის იქადაგა.

„ძალიან ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც წმინდა გიორგი შეეწეოდა ჩვენს ჯარს ბრძოლის დროს, ამიტომაც განსაკუთრებული სასოება და სიყვარული გვაქვს მის მიმართ და შეიძლება ითქვას, რომ ეს უთანასწორო ბრძოლა დღესაც გრძელდება და ყოველთვის იყო, როგორც ფიზიკური, ასევე სულიერი. ჩვენ უნდა დავფიქრდეთ, რა არის ჩვენში ის კეთილი ნაწილი, როგორც აი, კეთილი მხარე, იმ ქალწულის მსგავსად, რომელიც დაიცვა წმინდა გიორგიმ, რა არის ღვთისა, რა არის ის, რაც უნდა შევიდეს სასუფეველში. მაგრამ არის მეორე მხარეც, ბოროტიც. ეს არის ჩვენი დაცემული ბუნება, ეს არის ბოროტი სულები, ეს არის ასევე, ბოროტი ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, რომ მოსპონ ეს ყველაფერი, ყველაფერი კარგი ჩვენში, ჩვენს შინაგან ცხოვრებაში, ჩვენს ოჯახურ ცხოვრებაში, ჩვენ საერო ცხოვრებაში, რომ განადგურდეს ყოველივე სიკეთე, ყოველივე ღვთაებრივი და ყოველივე ამაღლებული და აღმატებული. ეს ბრძოლა მიმდინარეობდა ადრეც და მიმდინარეობს დღესაც, “ - ამბობს მეუფე შიო.

დღის ამბები