კასპის რაიონის სოფელ თვალადის მოსახლეობა უკვე წლებია, ავტობანის შემოვლითი გზის შეკეთებას უშედეგოდ ელოდება. ორი წლის წინ, ახლადდაგებული ასფალტის საფარი ძლიერი წვიმების შემდეგ ჩაინგრა და ნოქარაშვილების ჯებირი ჩაიტანა. დაზიანდა კომუნიკაციებიც. მას შემდეგ ხუთშვილიანი ოჯახის ეზოში მიწა იშლება და ქვები ცვივა.
ადგილობრივებმა მუნიციპალიტეტს არაერთხელ მიმართეს, თუმცა პრობლემა ვერ მოგვარდა. ჩანგრეული გზა მანქანებთან ერთად, საფრთხეს უქმნის ქვეითებსაც.
თვალადის მოსახლეობა უკვე წლებია გარე განათებასაც ითხოვს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ჩაბნელებულ სოფელში ღამით ტყიდან ნადირი ჩამოდის და საქონელს ანადგურებს.
ავტორი: იზო ჩუბინიძე.