17 ნოემბერი 2024,   17:33
ვრცლად
შესაძლო ძალადობა ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიზე - დავით ბაგრატიონ-მუხრანელი გამოკითხვაზე იმყოფება 

დავით ბაგრატიონ მუხრანელი, თბილისის სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფება. გამოძიებას სამეფო ოჯახის წარმომადგენელთან კითხვები, ყოფილ მეუღლეზე განხორციელებულ შესაძლო ძალადობასთან დაკავშირებით აქვს. 

უფლებადამცველის თქმით, დავით ბაგრატიონი გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზად არის.

დედოფალი მეფეს თანაცხოვრების პერიოდში მასზე განხორციელებულ ძალადობაში ადანაშაულებს. სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაში დაზიანებები, რომლებიც ბაგრატიონ-გრუზინსკის აქვს მიღებული, 2014 წლით არის დათარიღებული.

საგამოძიებო უწყების თანამშრომლებმა ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი რამდენჯერმე გამოკითხეს. დავით ბაგრატიონის ადვოკატი კი ამბობს, რომ მეფე თანამშრომლობს გამოძოებასთან და ძალიან მალე დაამტკიცებს, რომ მოძალადე არ არის. 

„ბატონი დავითი არის უდანაშაულო, ჩვენ ნებაყოფლობით გამოვცხადდით დღეს, რომ მივაწოდოთ ინფორმაცია გამოძიებას და ვუპასუხოთ ნებისმიერ კითხვას,“-განაცხადა დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა.

დღის ამბები