მეფე-დედოფალს შორის დავა გრძელდება. დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის, სამეფო ოჯახისთვის შეუფერებელ ქცევაში სდებს ბრალს. საქმე, ყოფილ მეუღლეებს შორის ქონებრივ დავას ეხება. უფლებადამცველი ლევან ჩხეიძე ამბობს, რომ განქორწინებული სამეფო წყვილი ვერ იყოფს უძრავ-მოძრავ ქონებას.
"კონსტიტუცია აცხადებს, რომ ყველანი თანასწორი ვართ კანონის წინაშე, მაგრამ ეს ამბიცია შინაგანად როცა გაქვს ადამიანს ცოტა თავი ხომ უნდა დაიჭირო შესაბამისად და ცოტა მოიქცე შენი იმ სტატუსის შესაბამისად, რომელზეც განცხადებას აკეთებ ხომ? როგორ წარმოგიდგენიათ სამეფო ოჯახის წარმომადგენელი მიდის სასამართლოში მანქანის წილი მომეცით, იქ მიდის პოლიციაში გამლახეს მიშველეთ, ჩემს სახელს უნებართვოდ ნუ იყენებენ. ეს იყო აბსოლუტურად შეუსაბამო თვითონ ამ სტატუსისთვის,“ - განაცხადა ლევან ჩხეიძემ.
რაც შეეხება ანა ბაგრატიონ-გრუზისნკის ბრალდებას, რომ მასზე ყოფილი მეუღლე ძალადობდა, ადვოკატის განცხადებით, მეფე დედოფალზე ძალადობის ფაქტს არ აღიარებს.
„ბატონი დავითი არ აღიარებს მომხდარს ასე ვთქვათ ქალბატონი ანას მიერ გაცხადებულ ფაქტს, რომ ადგილი ჰქონდა მისი მხრიდან ძალადობას, უარყოფს ამ ფაქტს,"-ამბობს უფლებადამცველი.