17 ნოემბერი 2024,   17:19
ვრცლად
საზაფხულო ბაღებში ბავშვების ჩასარიცხად რეგისტრაცია 15 მაისს დაიწყება

საბავშვო ბაღების სააგენტო ბავშვების საზაფხულო ბაღებში ჩასარიცხად  რეგისტრაციას იწყებს. რეგისტრაციის პროცესი 15 მაისს დაიწყება და 1 ივლისს დასრულდება.

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის  თქმით, ივლისი ფუნქციონირებას სულ  40 ბაღი გააგრძელებს  და 1300-მდე ბავშვს მოემსახურება.

„მშობლებს, რომლებსაც სურვილი აქვთ, რომ ბავშვები ატარონ საზაფხულო ბაღებში, რეგისტრაცია უნდა გაიარონ 15 მაისიდან.  12 საათზე დაიწყება რეგისტრაცია ჩვენ ვებგვერდზე www. Kids.org.ge  და რეგისტრაციის საშუალებით უკვე შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ ჩვენი მომსახურეობა,“ - განაცხადა თბილისის ბაგა-ბაღების მართვის  სააგენტოს დირექტორმა, კახა გვანცელაძემ.

დღის ამბები