17 ნოემბერი 2024,   17:22
ვრცლად
"მოდულის შენობაში, ყველა ის ადამიანი ზის, ვისაც ხელები თემირლანის სისხლში აქვს გასვრილი" - მალხაზ მაჩალიკაშვილი  

მალხაზ მაჩალიკაშვილი მზადაა, კითხვებს მაგისტრანტი მოსამართლის თანდასწრებით უპასუხოს.

პანკისში ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა სუს-ში გამოკითხვაზე არ მივიდა. ის უწყებაში დღეს 11:00 საათზე იყო დაბარებული.

მაჩალიკაშვილის თქმით, მას არ აქვს ამ უწყებისგან სიმართლის ობიექტური გამოძიების მოლოდინი და მზადაა, კითხვებს მხოლოდ მაგისტრანტი მოსამართლის თანდასწრებით უპასუხოს.

 „როცა მიმიყვანეს მეხუთედ, მაშინ ვთქვი, მე ჩემი სიტყვის გადახვევა არ ვიცი. მე მაშინ ვთქვი, თუ თქვენ ძალით მომიყვანთ, ძალის გამოყენებით, იმ შემთხვევაში. მე ჩემი ნებით აქ არ მოვალ იმიტომ, რომ იმ შენობაში, მოდულის შენობაში,  ყველა ის ადამიანი ზის, ვისაც აქვს ხელები თემირლანის სისხლში გასვრილი... ნებისმიერ დროს, მაგისტრ მოსამართლესთან ერთად დამკითხონ, სადაც უნდათ,“ - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

მისი დაბარება უკავშირდება 2018 წლის მაისში პარლამენტის წინ მიმდინარე აქციისას გაკეთებულ განცხადებას. მაჩალიკაშვილის უფლებადამცველები სუს-ს მოუწოდებენ, არ გამოიყენოს იძულებითი მექანიზმი.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები