17 ნოემბერი 2024,   17:21
ვრცლად
სამეგრელო და ხიბულა არჩევნებამდეც გვახსოვდა - ინფრასტრუქტურის მინისტრმა გამსახურდიას სახელობის მუზეუმი მოინახულა

ხიბულაში დღეს ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზვიად გამსახურდიას სახელობის მუზეუმში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა.

როგორც მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, მუზეუმამდე მისასვლელ გზასა და მიმდებარე ტერიტორიას ინფრასტრუქტურულად მოაწყობენ. მუზეუმის გვერდით ასევე აშენდება ტაძარი, რომელსაც ქართუ ჯგუფი დააფინანსებს.

„ჩვენ სამეგრელოც და ხიბულაც გვახსოვდა მანამდეც და არამხოლოდ არჩევნების წინ და ძალიან სპეკულაციაა ამ საკითხების ერთმანეთზე მიბმა. ის გზა გაკეთებულია, რომლითაც ამ სოფლამდე მოვედით,“ - განაცხადა ცქიტიშვილმა.

დღის ამბები