17 ნოემბერი 2024,   17:18
ვრცლად
მალხაზ მაჩალიკაშვილმა რუსთაველის გამზირი დატოვა - ის პარლამენტის შენობის წინ გაშლილ კარვებში აღარ იმყოფება

მალხაზ მაჩალიკაშვილმა რუსთაველის გამზირი დატოვა. ის პარლამენტის შენობის წინ გაშლილ კარვებში, სადაც მან თვეები გაატარა, აღარ იმყოფება.

თემირლან მაჩალიკაშვილი ამ ტერიტორიიდან ცოტა ხნის წინ გაემგზავრა და არ დაუკონკრეტებია, სად გაემგზავრა ის.

ტერიტორიის დატოვებამდე მალხაზ მაჩალიკაშვილმა განცხადება გააკეთა და სუს-ის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს "ფაბრიკაცია" უწოდა. 

შეგახსენებთ, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილს სუს-ი ტერორისტული აქტის მომზადებაში და ადამიანების ლიკვიდაციის დაგეგმვაში ადანაშაულებს.

ამის დასტურად კი უსაფრთხოების სამსახურმა მაჩალიკაშვილის ფარული აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა.

სუს-ის მტკიცებით, მალხაზ მაჩალიკაშვილი მის ძმისშვილთან ერთად გეგმავს ტერორისტულ აქტს, კონკრეტულად კი სოსო გოგაშვილის ლიკვიდაციას.

უწყებაში აცხადებენ, რომ დღეს სწორედ ამ ჩანაწერთან დაკავშირებით უნდოდათ კითხვების დასმა მაჩალიკაშვილისთვის, რომელზეც ის არ მივიდა.  

ამ წუთებში დაკითხვაზე იმყოფება მაჩალიკაშვილის ძმისშვილი, რომელიც აუდიო ჩანაწერში ფიგურირებს.  

ამავე თემაზე
დღის ამბები