17 ნოემბერი 2024,   17:26
ვრცლად
საბჭოთა ცენზურა - მწერლები, პოეტები, გამომცემლები "მწერალთა სახლის" და "წიგნის ცენტრის" გაერთიანებას აპროტესტებენ

საბჭოთა კავშირი, ფარსი და დამორჩილების მცდელობა - ასეთია მწერლების, პოეტების, მთარგმნელების და გამომცემლების შეფასება წიგნის ცენტრის და მწერალთა სახლის გაერთიანებაზე.

მწერლები, პოეტები, მთარგმნელები და გამომცემლები დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ და ხელისუფლების გადაწყვეტილება გააპროტესტეს. ისინი ფიქრობენ, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრომ ამ გადაწყვეტილებით ისინი დასაჯა და მათი თავისუფლების შეზღუდვა სცადა.

ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, დღეს შეკრებილებს საბჭოთა ცენზურას ახსენებს.

მწერლების ნაწილმა დღეს პირდაპირ თქვა, რომ ქვეყნისთვის კრიტიკულ მომენტებში გამოთქმული თავისუფალი სიტყვის გამო, ხელისუფლება ანგარიშს ახლა ითხოვს.

მწერლების და პოეტების ნაწილი აცხადებს, რომ წარმატებული ორგანიზაციების ბედი, რომელმაც ქვეყანას ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე უდიდესი წარმატება მოუტანა, ერთი უწყების ბნელ ოთახში არ უნდა წყდებოდეს.

განათლების და კულტურის სამინისტროს დღეს ავტორებმა, მთარგმნელებმა და გამომცემლებმა ღია წერილი გაუგზავნეს და გადაწყვეტილების გაუქმებას მოსთხოვეს.

ღია წერილით დაწყებული პროტესტის მალე უფრო რადიკალურ და მაშტაბურ ფორმებს მიიღებს. წიგნის ეროვნული ცენტრი და მწერალთა სახლი კულტურის სამინისტრომ ისე გააუქმა და მათ ნაცვლად ახალი უწყება ისე შემქნა, რომ მწერლებისთვის აზრიც კი არავის უკითხავს.

ბრალდებების მთავარი ადრესატი მიხეილ გიორგაძეა. ის პროტესტს არ ელოდა და ამბობს, რომ მწერლების, პოეტების გამომცემლების და მთარგმენელების ამბოხება მისთვის გაუგებარია.

მწერალთა სახლის და წიგნის ცენტრის გაერთიანების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია. დოკუმენტი არსებობს, თუმცა, რა წერია მასში, საზოგადოებისთვის დახურულ საკითხად რჩება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები