როგორ მიმდინარეობს 2008 წლის ომის გამოძიება - თბილისში მყოფ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და პროკურორ ფატუ ბენსუდას ოფისის წარმომადგენლებს დღეს "წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი" სახალხო დამცველის ოფისში შეხვდება. მარიამ ჯიშკარიანი შეხვედრაზე აპირებს დააყენოს გამოძიების პერიოდის გაფართოების საკითხი - გარდა ამისა, წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი ინიციატივით მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას რომ ომის შედეგად, უსახლკაროდ დარჩენილ ადამიანებს არა დევნილის, არამედ მსხვერპლის სტატუსი მიენიჭოთ.
"ომის მსხვერპრელბის მიმართ არ არის ადეკვატური დამოკიდებულება, გარდა ამისა, ამ მსხვერპლებს უნდა ჰქონდეთ მსხვერპლის სტატუსი და არა დევნილის სტატუსი, - აცხადებს წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ ”ემპათიას” დირექტორი მარიამ ჯიშკარიანი.