პანკისის ხეობაში მცხოვრები ასლან მარგოშვილი ამ წუთებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე იმყოფება. ის უწყებაში რამდენიმე წუთის წინ, ადვოკატთან ერთად მივიდა.
მარგოშვილს შესვლამდე კომენტარი არ გაუკეთებია და კამერებთან სახეს იფარავდა. ჯერჯერობით უცნობია, რა საქმესთან დაკავშირებით დაიბარეს მარგოშვილი სამართალდამცავ უწყებაში.
ე.წ. მოდულის შენობასთან იმყოფებიან სოფელ დუისის სხვა მცხოვრებლები და მაჩალიკაშვილების ნათესავები.
შეგახსენებთ, რომ გუშინ სუს-მა მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის აუდიოჩანაწერი გაასაჯაროვა, სადაც როგორც სუს-ი ამტკიცებს, ისინი სოსო გოგაშვილზე ტერაქტს გეგმავდნენ.