17 ნოემბერი 2024,   17:16
ვრცლად
ფაშიზმზე გამარჯვების დღე - მოქალაქეთა ნაწილი 8 მაისის აღსანიშნავად ვაკის პარკში შეიკრიბა

ფაშიზმზე გამარჯვების დღე - მოქალაქეთა ნაწილი 8 მაისის აღსანიშნავად ვაკის პარკში შეიკრიბა. მოძრაობა „არა ოკუპაციას“  წევრებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა უცნობი ჯარისკაცის საფლავს პატივი მიაგეს და ხელისუფლებას ახალი ინიციატივით მიმართეს.

აქციის მონაწილეები ფაშიზმზე გამარჯვების დღედ, ცივილიზებული სამყაროს მსგავსად, 8 მაისის გამოცხადებას ითხოვენ. მათი თქმით, 9 მაისს ამ დღის აღნიშვნა საბჭოთა რუსეთის მიერ არის დაწესებული.

„8 მაისი არის ფაშიზმზე გამარჯვების დღე. ჩვენ აღვნიშნავთ ამ დღეს, რა თქმა უნდა და ვუერთდებით ცივილიზებულ სამყაროს, ევროპას, რომელიც აღნიშნავს ამ დღეს და არა 9 მაისს, რომელიც არის საბჭოთა კავშირის, სამამულო ომში გამარჯვების დღეს აღნიშნავენ და რუსულ პროპაგანდას ემსახურება ეს. ამიტომ, ჩვენ გვსურს საქართველოში დავამკვიდროთ სტანდარტი, ყველამ აღვნიშნოთ 8 მაისს და მოვუწოდოთ ასევე მთავრობას, რომ ეს დღე იყოს კონსტიტუციით გაწერილი დასვენების დღე და ეს დღე იყოს აღსანიშნავი დღე,“- აცხადებს სამოქალაქო მოძრაობის „ რუსეთი ოკუპანტია“-ს დამფუძნებელი ანა ჭარხალაშვილი.

დღის ამბები