17 ნოემბერი 2024,   17:40
ვრცლად
"ლეიბორისტული" პარტიის ლიდერმა 95 წლის ომის ვეტერანი მოინახულა და ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა

"ლეიბორისტული" პარტიის ლიდერმა 95 წლის ომის ვეტერანი ივანე ლურსმანაშვილი მოინახულა და ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა.

შალვა ნათელაშვილის თქმით, მთავრობა უფრო მეტად უნდა ზრუნავდეს და მეტ ყურადღებას იჩენდეს ვეტერანებზე, რადგან მათ დიდი დამსახურება აქვთ ქვეყნის წინაშე.

„ამ გმირმა ხალხმა გადაარჩინა კაცობრიობა ფაშიზმის მიხაკისფერ საფრთხეს და როდესაც, ჩვენი მთავრობის გაზულუქებული წევრები ჩაჯდებიან ჯიპებში და იშოვიან მილიარდ მილიონებს, უნდა გაიხსენონ, რომ ამ ხალხს ელემენტალური ცხოვრების პირობები სჭირდებათ“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

დღის ამბები