17 ნოემბერი 2024,   17:18
ვრცლად
ხმაური ზუგდიდში „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბთან - ბიზნესმენი მანანა მიქავა ხელისუფლებას მიწის ნაკვეთის წართმევაში ადანაშაულებს

ხმაური ზუგდიდში -  ბიზნესმენმა მანანა მიქავამ მხარდამჭერებთან ერთად  „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბთან აქცია გამართა. მიქავა ხელისუფლებას მიწის ნაკვეთის წართმევაში ადანაშაულებს.

მანანა მიქავას განცხადებით, ზუგდიდის ცენტრში მდებარე ნაკვეთი მას ქალაქის მუნიციპალიტეტის მაღალჩინოსნებმა უკანონოდ უკვე მეორედ ჩამოართვეს. პირველ შემთხვევაში სასამართლომ გადაწყვეტილება შეცვალა, ახლა კი მერია მას მშენებლობის დაწყების საშუალებას არ აძლევს.

ბიზნესმენის თქმით, ხელს მიზანმიმართულად უშლიან, რადგან თუ მშენებლობას ვერ დაიწყებს და ტენდერის პირობების შესრულებას ვერ შეძლებს, მუნიციპალიტეტი მას მიწის ნაკვეთს ჩამოართმევს.

„2014 წლიდან მოყოლებული დღემდე მოყოლებული ამ ქონებას მართმევენ, კრიმინალები მართმევენ ამ ქონებას ძალადობით, მიტაცებით, დღესაც იტაცებენ ქონებას, მაგრამ არავის არ დავუთმობ!"- განაცხადა მიქავამ.

დღის ამბები