17 ნოემბერი 2024,   17:39
ვრცლად
ლარის რეკორდული გაუფასურება - ბანკებში 1 აშშ დოლარი 2.77 ლარი ღირს 

ლარი ისევ დაეცა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 1 დოლარის ღირებულება 2.7384 ლარია.

1 ევროს ღირებულება კი 3.0665 ლარად განისაზღვრა. ახალი კურსი ძალაში ხვალიდან შევა, თუმცა სავალუტო ჯიხურებში 1 აშშ დოლარის ღირებულება უკვე 2.74 ლარია. 

გაცილებით მაღალია დოლარის კურსი კომერციულ ბანკებში. საქართველოს ბანკი 1 აშშ დოლარს 2.77 ლარად ყიდის, მაშინ როდესაც დოლარის ღირებულება გუშინ 2.73 თეთრს შეადგენდა. 

დღის ამბები