17 ნოემბერი 2024,   17:31
ვრცლად
ლარი ფუნქციონირებს თავისუფალი გაცვლითი კურსით - არჩილ თალაკვაძე ეროვნული ვალუტის რეკორდულ ვარდნაზე 

საპარლამენტო უმრავლესობა, ოპოზიციის კრიტიკას ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობაზე არ იზიარებს. ეროვნული ვალუტის ვარდნას არჩილ თალაკვაძე რეგიონში და მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე პროცესებს უკავშირებს. თალაკვაძე აცხადებს, რომ ეროვნული ვალუტა თავისუფალი გაცვლითი კურსით ფუნქციონირებს და ხელოვნურად კურსის დადგენა არ ხდება.

„ჩვენი ვალუტა ფუნქციონირებს თავისუფალი გაცვლითი კურსით. ხელოვნურად არ ფიქსირდება კურსი. რაც შეეხება ჩვენს ეროვნულ მექანიზმებს, ეს არის ეროვნული ბანკი, ეს არის ფისკალური პოლიტიკა, ეს არის სავაჭრო ბალანსი და მაკროეკონომიკური მონაცემები რომელიც თითოეულ მოქალაქეს შეუძლია, რომ გადაამოწმოს მაკრო ეკონომიკური პარამეტრები საქართველოს აქვს წესრიგში. რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია  ლარის კურსის ფორმირებაში თავის როლს თამაშობს ჩვენი რეგიონული სიტუაცია, პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობა და ასევე ის ეკონომიკები და უცხო ვალუტები, რომელთანაც საქართველოს აქვს ძირითადი შემხებლობა, ეს არის ჩვენი ძირითადი სავაჭრო პარტნიორები მაგალითად თურქეთი,“-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 1 დოლარის ღირებულება 2.7384 ლარია.

1 ევროს ღირებულება კი 3.0665 ლარად განისაზღვრა. ახალი კურსი ძალაში ხვალიდან შევა, თუმცა სავალუტო ჯიხურებში 1 აშშ დოლარის ღირებულება უკვე 2.75 ლარია. 

გაცილებით მაღალია დოლარის კურსი კომერციულ ბანკებში. საქართველოს ბანკი 1 აშშ დოლარს 2.77 ლარად ყიდის, მაშინ როდესაც დოლარის ღირებულება გუშინ 2.73 თეთრს შეადგენდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები