პრორუსული ორგანიზაცია „უკვდავი პოლკის“ აქციას ვაკის პარკში შეკრებილი ანტისაოკუპაციო მოძრაობების წევრები შეძახილებით შეხვდნენ.
პრორუსული ორგანიზაციის წევრები ამბობენ, რომ რუსეთი ძალით გააოკუპანტეს, რადგან საქართველომ ნატოზე უარი არ თქვა.
„ მე შორებელ ძმას ახლობელი მეზობელი მირჩევნია. მე მირჩევნია რუსეთთან. ეს ხალხი ძალით გააოკუპანტეს, ჩვენი მთავრობის არასწორი საგარეო პოლიტიკით. იმიტომ რომ რუსეთმა ჩვენ გვითხრა, გაანებეთ ნატო-ს თავი და ჩავეხუტოთ. მეგობრობა მინდა, მეზობელია, უფალმაც ასე ინება,“-ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
„უკვდავი პოლკის“ მარშის კიდე ერთი მონაწილე ამბობს, რომ პუტინი ძალიან უყვარს და მას საქართველოს ოკუპირებული რეგიონები არაფერში სჭირდება.
„პუტინი მიყვარს ძალიან კარგი პრეზიდენტია თავის ხალხს უფრთხილდება. ჩვენს ქვეყანასთან არაფერი კავშირი არ აქვს. აბა ამერიკას გაეკეთებინა ოკუპაცია? დაგიბრუნებთ, დაელაპარაკეთ, იმას არ უნდა სოხუმი, რომ უნდოდეს სოხუმი აქამდე აღორძინებას გაუკეთებდა, არ უნდა, მაგრამ როდესაც პრინციპით დაელაპარაკები ამხელა კაცს, არ იცით ვინ არის პუტინი?“-ამბობს პრორუსული ორგანიზაციის წევრი.