ვაკის პარკში დაკავებული აქციის მონაწილე ხელწერილით გაათავისუფლეს. ის სამართალდამცველებმა პოლიციის განყოფილებაში ვაკის პარკიდან გადაიყვანეს და შემდგომ ხელწერილით გაათავისუფლეს.
ვაკის პარკში რამდენიმე კონტრაქცია იმართება. იქ ცოტა ხნის წინ ორგანიზაცია ე.წ. "უკვდავი პოლკის" წარმომადგენლები მივიდნენ. იქ იმყოფებიან "არა ოკუპაციას" წევრებიც.
ისინი შეძახილებით შეხვდნენ რუსული პროპაგანდისტული ორგანიზაციის წარმომადგენლებს და მიმართავდნენ, რომ ისინი მოღალატეები არიან. აქციის წევრმა ერთ-ერთს პუტინის გადახაზული სტიკერი მიაკრა. სამართალდამცველებმა სწორედ ამ დროს დააკავეს აქციის მონაწილე.