17 ნოემბერი 2024,   17:36
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილისადმი სიტყვიერი შეურაცხყოფის ბრალდებით დაკავებული გაათავისუფლეს

სალომე ზურაბიშვილის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის ბრალდებით დაკავებული სამოქალაქო აქტივისი, ლექსო მაჭავარიანი გაათავისუფლეს. ის ვაკის პარკიდან პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, საიდანაც გაათავისუფლეს.

პოლიციის განყოფილებიდან გამოსვლის შემდეგ ლექსო მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილს „მოღალატე“ უწოდა.

„მედავებიან იმას, რომ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მივაყენე სიტყვიერი შეურაცხყოფა და ვეძახე - მოღალატე. მოღალატე მართლა ვეძახე, მაგრამ ვიცი, რომ მსგავსი მოქცევა გამოხატვის თავისუფლებით დაცულია და არ მგონია, რომ ამის გამო რამეში დამნაშავე ვარ,“ - განაცხადა ლექსო მაჭავარიანმა.

პრეზიდენტი ვაკის პარკში ცოტა ხნის წინ მივიდა და მას იქ შეძახილებით „მოღალატე“ შეხვდნენ. პრეზიდენტი ვაკის პარკში ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად იმყოფებოდა. მან უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო. 

ვაკის პარკში რამდენიმე კონტრაქცია იმართება. იქ ცოტა ხნის წინ ორგანიზაცია ე.წ. "უკვდავი პოლკის" წარმომადგენლები მივიდნენ. ვაკის პარკში იმყოფებიან "არა ოკუპაციას" წევრებიც.

ისინი შეძახილებით შეხვდნენ რუსული პროპაგანდისტული ორგანიზაციის წარმომადგენლებს და აცხადებდნენ, რომ ისინი მოღალატეები არიან. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები