ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით ვაკის პარკში „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარე დავით ბაქრაძე იმყოფებოდა.
ბაქრაძემ ვეტერანებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და ომში დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგო. მისი თქმით, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან ერთად დღეს სახელმწიფოს და საზოგადოების მხრიდან ვალდებულებების გააზრების დღეც არის.
„კიდევ ერთხელ ჩვენი უღრმესი პატივისცემა გამოვხატოთ ვეტერანების მიმართ, იმ ადამიანების მიმართ, ვინც გადაიარა უმძიმესი ომი და დაამარცხა მსოფლიოს მთავარი ბოროტება. ქედს ვიხრი თითოეული მათგანის წინაშე. მაგრამ დღეს ასევე არის ჩვენი ვალდებულებების გააზრების დღე და სახელმწიფო და საზოგადოება ფასდება იმით, თუ როგორ ზრუნავს ის თავის ასაკოვან და უფროს თაობაზე,“- განაცხადა ბაქრაძემ.
9 მაისს ვაკის პარკში მოქალაქეები და პოლიტიკოსები დილიდან აღნიშნავენ.