ჭიათურა-საჩხერის გზაზე მთებს შორის მეწყერი ჩამოწვა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „რუსთავი 2-ს“ განუცხადეს, რომ მეწყერმა ადგილზე არსებული მცირე ზომის მდინარე ჩაკეტა, რამაც წყლის დაგუბება წარმოშვა.
უწყების ცნობით, ადგილზე მაშველთა ჯგუფები და გეოლოგები მუშაობენ. ასევე, თბილისიდან გაემგზავრა განსაკუთრებულ, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ჯგუფი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება არ დგას.