17 ნოემბერი 2024,   17:17
ვრცლად
საბჭოთა ჰიტები ნინოწმინდაში გამართულ კონცერტზე - ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი, სკოლის დირექტორი "კურიერის" კითხვებმა გააღიზიანა

ფაშიზმზე გამარჯვების დღე საბჭოთა ტრადიციების სრული დაცვით აღნიშნეს დღეს ნინოწმინდაში. საბჭოთა სამხედრო ფორმებით ქუჩებში გამოსული ადამიანები საბჭოთა სიმღერებს მღეროდნენ და საბჭოთა დროს მისტიროდნენ.

ისინი ამით არღვევდნენ კანონს საბჭოთა სიმბოლიკის შესახებ და გადაჭრით ვერ ამბობდნენ, არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი.

ნინოწმინდის ცენტრში გამართულ კონცერტს თვალს როგორც „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ლიდერები, ისე თვითმმართველობის წარმომადგენლები.

კონცერტზე საბჭოთა ჰიტები და ლექსები შესრულდა. ამ დრომდე არ არის ცნობილი, თუ ვინ იყო მთავარი ორგანიზატორი ნინოწმინდაში ჩატარებული ღონისძიებების.

„კურიერის“ ინფორმაციით, ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი მესამე საჯარო სკოლის პედაგოგი იყო. მასწავლებლის მეუღლემ „კურიერის“ გადამღებ ჯგუფს ინტერვიუს ჩაწერის საშუალება არ მისცა და სახლის დატოვება მოსთხოვა.

თუმცა, მანამდე, მასწავლებელმა ნანა აივაზიანმაკურიერთან“ განაცხადა, რომ საკონცერტო პროგრამა მათ შეადგინეს და სკოლის მოსწავლეებმა შეარჩიეს სიმღერები და ლექსები. ნანა აივაზიანი ამბობს, რომ პროგრამის შესახებ ადგილობრივი მუნიციპალიტეტი ინფორმირებული იყო, თუმცა, რეპეტიციებს არ დასწრებიან.

რაც შეეხება სკოლის დირექტორს, ის სახლში არ იმყოფებოდა. სატელეფონო ინტერვიუში კი „კურიერის’ ჟურნალისტს დაემუქრა. არმენუი კარსლიანმა „კურიერი“ პროვოკაციაშიც დაადანაშაულა.

„თქვენ არღვევთ ჩემს უფლებებს, დასვენების დღეს კამერით მიდიხართ ჩემს სახლში და იღებთ. გაფრთხილებთ, არც კი გაბედოთ ჩემი სახელის ხსენება თქვენს პროგრამაში. სპეციალურად, პროვოკაციის მოსაწყობად მიხვედით, რა ფულზე და დაფინანსებაზე მელაპარაკებით, კონცერტი უფასო იყო,“ - განაცხადა არმენუი კარსლიანმა.

დღის ამბები